მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია - ტიკარაძე

613700a2cf7fd
ინგა მურუსიძე
07.09.21 10:04
3489
"მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს საქართველოში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მაგალითზე უკვე  მოხდა დაკვირვება და გამოიკვეთა ის ასაკობრივი პირამიდა, თუ რომელი ჯგუფი ინფიცირდება უფრო მეტად.

"გამოვლინდა, რომ უფრო მეტად ინფიცირდებიან 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ასე რომ, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია იმისათვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე ლეტალობის შემცირება“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები