“მნიშვნელოვანია, „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მოვისმინოთ,” - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.
ფხაკაძის განმარტებით, ასოციაცია ხელისუფლების წინაშე საკუთარი არგუმენტებით უკვე წარსდგა.
“აღარ დარჩა კომპანია, ვისაც ეს არ ანაღვლებს ყველა უნისონში ერთსა და იმავეს ამბობს, რომ კარგი იქნება თუ აღდგება ის, რაც აქამდე იყო მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განმარტა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, "ოქროს სიის" 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა; ასევე, ყველასთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, გადახდის 15-დღიანი პერიოდი.

























