მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს EU-ში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა - გურამიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის 1100 - ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა: „მწვანე ტრანსპორტი, კრიზისის დროს ფოკუსის შენარჩუნება“.

მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს პოზიცია ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მრავალმხრივი კვოტების გეოგრაფიული გაფართოების შესახებ, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ტრანსპორტის სექტორში ინოვაციების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა.

ITF - ის მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები