ზაფხული მოგზაურობის სეზონია - ქალაქიდან ქალაქში, ზღვისკენ ან მთისკენ მიმავალი გზა კი გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მძღოლს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე ფიქრი არ უწევს. შორ გზაზე გამგზავრებამდე მხოლოდ საწვავის ავზის შევსება და ბარგის ჩალაგება საკმარისი არ არის. მაღალი ტემპერატურა, ხანგრძლივი მგზავრობა და ავტომობილზე გაზრდილი დატვირთვა მისი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - პირველ რიგში კი იმ ნაწილების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში შეცვლას, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებას პირდაპირ უკავშირდება.
იმ მიზნით, რომ ზაფხულში მძღოლებმა ავტომობილები მოგზაურობისთვის სეზონის შესაბამისად მოამზადონ, „თეგეტა მოტორსმა“ აგვისტოში, „გაიარე მეტის“ კამპანიის ფარგლებში, სპეციალურ შეთავაზებები მოამზადა. მათ შორის საბურავებზე - კომპანია მომხმარებლებს თურქული ბრენდის, Petlas-ის, საბურავებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამასთანავე, საბურავების შეძენა დისკის ზომების მიხედვით სპეციალური ფასებით, 69 ლარიდან არის შესაძლებელი.
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „შორ მანძილზე მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილის ისეთი კომპონენტების შემოწმება, რომელთა გაუმართაობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკებს წარმოშობს. მათ შორისაა საბურავი. გზის ცხელ საფარზე სეზონისთვის შეუსაბამო საბურავით გადაადგილებამ შეიძლება დამუხრუჭების მანძილი გაზარდოს და მძღოლისთვის, მგზავრებისა და ქვეითებისთვის რისკი შექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით ვიაროთ.
ამასთანავე, სანამ გრძელ გზას შევუდგებით, არ უნდა დაგვავიწყდეს თავად საბურავის მდგომარეობის შემოწმებაც - გაცვეთილი საბურავი ასფალტთან მოჭიდებას ამცირებს და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. ყურადღება უნდა მივაქციოთ საბურავების წნევასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილით დიდი მანძილის გავლაა დაგეგმილი და მანქანა ბარგით ჩვეულებრივზე მეტად იტვირთება. შესაბამისი წნევა საბურავის სწორ მუშაობასა და გზასთან სათანადო მოჭიდებას უწყობს ხელს“.
შორ გზაზე გამგზავრებამდე სასურველია, ძრავის ზეთის დონე და მდგომარეობაც შემოწმდეს და დადგინდეს, ხომ არ არის მისი შეცვლის დრო. ასევე მნიშვნელოვანია სავალი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის გადამოწმება, რათა გზაში ავტომობილმა ისეთი პრობლემა არ გამოავლინოს, რომლის წინასწარ აღმოჩენაც შესაძლებელი იყო.
„ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია აკუმულატორის შემოწმებაც, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული ავტომობილის დაქოქვასთან. მისი მდგომარეობის გადამოწმება მარტივი პროცედურაა და მძღოლს მოულოდნელი შემთხვევებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ამ კომპონენტს ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აკუმულატორის რესურსი ნელ-ნელა იკლებს. შესაბამისად, ცხელ დღეებში იზრდება რისკი, რომ დიდი ხნის წინ შეცვლილი აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფაცაცია.

„გაიარე მეტის“ კამპანიის ფარგლებში აგვისტოში მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებებით აკუმულატორების შემთხვევაშიც ისარგებლებენ. „თეგეტა მოტორსი“ მათ Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, აკუმულატორების შეძენა 109 ლარიდან არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველი ჩააბაროს - მისი ღირებულება შეფასდება და თანხა ახალი პროდუქტის ფასს გამოაკლდება. ჩაბარებული აკუმულატორი კი შესაბამისი წესით გადამუშავდება.
რადგან ზაფხულში კონდიცირების სისტემას უფრო აქტიურად ვიყენებთ, ყურადღება სალონის ფილტრის მდგომარეობასაც უნდა მივაქციოთ. დროთა განმავლობაში ფილტრზე მტვერი, სხვადასხვა ნაწილაკი და მიკროორგანიზმები გროვდება, ამიტომ მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია. მაღალი ტემპერატურის პირობებში მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემაში ფრეონის დონის შემოწმებაც. თუ ფრეონის დონე შემცირებულია, შესაძლოა, კონდიციონერმა სალონის სათანადოდ გაგრილება ვეღარ უზრუნველყოს, რაც ცხელ ამინდში მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის.
„მოგზაურობის წინ შესამოწმებელ კომპონენტებს შორის არ უნდა გამოგვრჩეს სამუხრუჭე სისტემა. მათ შორის, აუცილებელია, შემოწმდეს სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების მდგომარეობა, ასევე სამუხრუჭე სითხე. ეს უკანასკნელი ვიზუალურად მხოლოდ დონის მიხედვით ვერ შეფასდება - მას აქვს ექსპლუატაციის ვადა და დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავს“, - განმარტავს „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი.
„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და საჭირო პროდუქტების მოძებნაში მომხმარებლებს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ეხმარებიან. სპეციალისტები ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მძღოლებს შესაბამისი საბურავის, აკუმულატორისა თუ სხვა პროდუქტის შერჩევაში უწევენ კონსულტაციას. ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისთვის კამპანია „გაიარე მეტი“ სწორედ ამ მიდგომას ასახავს - მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის დაფარვის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

























