მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას" ლიკვიდაცია დაიწყო - სებ-ი

რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია" 2011 წელს დაფუძნდა, ლიკვიდაციის დაწყებამდე კომპანიის დირექტორის თანამდებობას ნიკოლოზ ლოლაძე იკავებდა, ხოლო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ნათია აივაზაშვილი; არჩილ ბაკურაძე და ნიკოლოზ ლოლაძე შედიოდნენ.

სებ-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  3. სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება,"- ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები