მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mobil-ის უზბეკეთში შესვლა და “თეგეტა მოტორსი” - მსოფლიო ბრენდების დისტრიბუტორი რეგიონში

"თეგეტა ჰოლდინგი" ზრდა განვითარების კიდევე ერთ ნაბიჯს დგამს და „თეგეტა მოტორსი“ ExxonMobil-ს, საქართველოსა და სომხეთის შემდეგ, ამიერიდან უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. „თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დაიწყო. საქმიან დასაწყისს და ამ საქმეში ხარისხიან პარტნიორობას ეფექტიც შესაბამისი მოჰყვა და ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. სამომავლო გეგმები მასშტაბური და საინტერესო უკვე ჩანს, 2024 ში კომპანიის გეგმაშია 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზება.

ExxonMobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს. უზბეკეთის ბაზარზე უკვე შეტანილია ExxonMobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი.

სტუმარი: ვახტანგ ღულაძე - „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები