ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის მობილიზებულია 8 000 საწოლი და მათი მხოლოდ ნახევარია დაკავებული.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჰიბრიდული კლინიკების ნაწილი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„ჰოსტპიტალურ სექტორში მობილიზებული დარჩება 8 000-მდე საწოლი. საწოლების ნაწილი დაუბრუნდება სომატური შემთხვევების მართვას, რადგან მიმდინარე პერიოდში აშკარად გამოიკვეთა არა კოვიდპრობლემების სიმწვავე და მათი მართვის აუცილებლობა.
ვფიქრობთ, ამ ეტაპზე 8000 საწოლი არის საკმარისი რესურსი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ შემთხვევების მართვას. დღეს ჰოსტპიტალური შემთხვევები არის 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























