საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3% მობილურ ტელეფონს ფლობს, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავდროულად, ქვეყანაში კომპიუტერით უზრუნველყოფილია ოჯახების 57.9%.
საქსტატის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი კვლევის მიხედვით, მობილური ტელეფონის მფლობელთა წილი როგორც ქალაქად, ისე სოფლად გაიზარდა: საქალაქო დასახლებებში მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 95.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში ზრდამ 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა და 90.1%-ს მიაღწია.
ასაკობრივი განაწილება:
- 6-14 წელი: 71.2%
- 15-29 წელი: 99.1%
- 30-59 წელი: 99.1%
- 60+ წელი: 90.8%

კომპიუტერით უზრუნველყოფა
საქართველოში შინამეურნეობების 57.9%-ს აქვს კომპიუტერი. საქალაქო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 69.0%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად თითქმის 26%-ით ნაკლებია და 42.8%-ია.
კომპიუტერით უზრუნველყოფის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით:
- თბილისი - 74.1%
- აჭარის ა.რ. - 62.1%
- სამცხე-ჯავახეთი - 56.9%
- ქვემო ქართლი - 52.8%
- მცხეთა-მთიანეთი - 52.4%
- იმერეთი - 51.0%
- შიდა ქართლი - 50.7%
- კახეთი - 46.9%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 46.8%
- გურია - 37.4%
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.1%
ვინ და რა სიხშირით იყენებს კომპიუტერს?
ბოლო 3 თვის განმავლობაში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9%-მა ისარგებლა კომპიუტერით.
ყველაზე აქტიური მომხმარებლები ბავშვები და ახალგაზრდები არიან: 6-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში კომპიუტერი ბოლო 3 თვეში 89.3%-მა გამოიყენა, 15-29 წლისებში - 79.7%-მა, 30-59 წლის მოსახლეობაში - 47.0%-მა, ხოლო 60 წლის და უფროს ასაკში ეს მაჩვენებელი 22.3%-მდე მცირდება.
გამოყენების სიხშირე (15 წლის და უფროს მომხმარებლებში):





























