მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მობილური ინტერნეტის მოხმარება იზრდება

5b152e8058bb2
თამუნა დემეტრაშვილი
04.06.18 16:17
551
მობილური ინტერნეტის მოხმარება 2017 წელს 2016 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით ინტერნეტ-ტრაფიკმა 63,526 ტერაბაიტი შეადგინა, მაშინ როცა 2016-ში ეს მაჩვენებელი 33,537 ტერაბაიტი იყო. ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით გასულ წელს აბონენტების 50%-მა ისარგებლა, რაც 2 მილიონ 860 ათას ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-ტრაფიკის 56% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, 3G-ზე კი 41,3%, რაც შეეხება 2G-ს, ამ ტექნოლოგიაზე ტრაფიკის მხოლოდ 3%-მდე მოდის. კომპანიების მიხედვით, ყველაზე მეტი 4 G ინტერნეტის ტრაფიკი Magti-ს (მაგთი) ჰქონდა, მეორე პოზიციაზე Beeline (ბილაინი) , მესამეზე კი Geocell (ჯოსელი) .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები