მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მობილურით სარგებლობისთვის ერთ თვეში შსს-მ 9 000-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმა

5b6043a2ab945
ელენე გოგბერაშვილი
31.07.18 15:40
644
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივნისში სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის 9 694 ჯარიმა გამოიწერა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რაოდენობის მიხედვით დედაქალაქი ლიდერობს. ივნისში თბილისში მობილურის  სარგებლობისთვის საპატრულო პოლიციამ 3 272 მძღოლი დააჯარიმა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვრიდან მოყოლებული ტრანსპორტის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის სამართალდარღვევების რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია.

იანვარში შსს-მ 4154 პირი, თებერვალში 4952, მარტში კი 5414 მძღოლი დააჯარიმა. აპრილში დაჯარიმებულთა რაოდენობა 6599-მდე გაიზარდა, მაისში 8766  შეადგინა, ივნისში კი საჯარიმო სანქცია 9 694 მძღოლს დაეკისრა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები