კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი 5 კომპანიის შემოსავლებმა 39, 977,212 ლარი შეადგინა. ბოლო 6 თვეში ყველაზე მეტი შემოსავალი „მაგთიკომს“ უფიქსირდება. „მაგთიკომის“ შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 18,640,008 ლარს აჭარბებს.
შემოსავლების მიხედვით, ბაზარზე მეორე ადგილზეა „ჯეოსელი“ 14,850,603 ლარით. 6 მილიონზე მეტი მოგება მიიღო „ვიონი საქართველომ“, „სილქნეტის“ შემოსავლები კი 63,593 ლარს აჭარბებს. „ჯიმობაილის“ შემოსავლები 15,374.70 ლარია.