მობილურმა კომპანიებმა ივლისში რეკორდული შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, მობილური ოპერატორების შემოსავლებმა ივლისში 43 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
მობილურიდან განხორციელებული ზარებიდან ოპერატორებმა ივლისში 14,6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს შემცირებული მაჩვენებელია, გასული წლის ივლისში მობილურმა ოპერატორებმა ხმოვანი მომსახურებიდან 17,8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, შემოსავლები ოპერატორებს შორის ასე გადანაწილდა:
მაგთიკომი: 7,710,712
ჯეოსელი: 4,649,897
ვიონი საქართველო(ბილაინი): 2,251,991
სილქნეტი: 61,954
ჯიმობაილ: 6,013
რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინენებს, მიმდინარე წლის ივლისში მობილურმა ოპერატორებმა ამ მომსახურებიდან 1,179,155 ლარი მიიღეს, რაც ასევე ჩამორჩება წინა წლის ანალოგიუური პერიოდის მონაცემს - 1,465,276 ლარი.
MMS-დან მიღებულმა შემოსავალმა კი ივლისში 1,469 ლარი შეადგინა.

























