მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moby საქართველოში! - არტისტის კონცერტი 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება

მობი
11.02.26 15:00
1990

Moby საქართველოში! - არტისტის კონცერტი 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 17 თებერვალს 14:00 საათზე, Tkt.ge -ზე.

Flitz Collective წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ და გავლენიან არტისტს, რომელიც საქართველოში პირველად წარდგება სრულფასოვანი ლაივ პერფორმანსით. კომპანია Flitz Collective - ი 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მათთვის ეს რიგით მეხუთე ღონისძიებაა.

ცნობისთვის: Moby-ს კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მისი ალბომების გაყიდვებმა კი მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს გამოსული სადებიუტო სინგლი “Go” ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა ეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია. 30 ივლისს მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო სადაც შესრულდება არტისტის საკულტო ნამუშევრები როგორიც არის : Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up და სხვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ასაკობრივი შეზღუდვა: 12–18 წლამდე მოზარდებისთვის დასწრება ფასიანია და აუცილებელია ბილეთის მქონე სრულწლოვანი პირის თანხლება. 18+ ვიზიტორებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები