მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Models.com-ზე წლის "ამომავალი ვარსკვლავის" კატეგორიაში მატილდა გვარლიანმა გაიმარჯვა

63a3fc9f9c8fa
მარიამ იზორია
22.12.22 11:02
917
Models.com-ის გამოკითხვის შედეგად, ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი „ამომავალი ვარსკვლავის“ კატეგორიაში მკითხველის რჩეული გახდა.

ინფორმაციისთვის, პლატფორმა Models.com ყოველწლიურად შვიდ კატეგორიაში ორ-ორ საუკეთესო მოდელს ასახელებს. ერთი რჩეული ინსაიდერების მიერ სახელდება, მეორეს კი ხალხი ირჩევს.

რაც შეეხება მატილდას გამარჯვებას, ის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც model.com-ზე შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოდელს, გამორჩეული წელი ჰქონდა. მიღწევებს შორის, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჰოლანდიური "ვოგის" დეკემბრის ნომრის გარეკანი, რომელიც მატილდამ დაამშვენა. მოდელი მონაწილეობდა „ფენდის“, Calvin Klein-ის, "ზარას" კამპანიებში.

მოდელმა მონაწილეობა მიიღო ისეთი წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც, Chanel-ი, Dior-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები