დეველოპერული კომპანია "მოდერნ სითი" თბილისში ყველაზე მოთხოვნად ადგილზე, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში, ახალი საცხოვრებელი უბნის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს და მეორე ფაზის გაყიდვებს იწყებს.
კომპლექსის მშენებლობის ტემპი საკმაოდ მაღალია და მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან მზარდი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბინების თითქმის 70 % უკვე გაყიდულია.
თუ თქვენი არჩევანია იცხოვროთ ერთდროულად ქალაქის ცენტრში და თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რეკრეაციასთან და ლისის ტბასთან ახლოს, მაშინ იჩქარეთ და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება, მოდერნ სითი ლისის პროექტი ზუსტად თქვენთვისაა.
საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში, ფერმწერთა ქუჩაზე, ათასწლეულის სკოლასა და ბრიტანულ სკოლასთან მდებარეობს.
ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი კომპლექსი 14000 კვ.მ-ზე ვითარდება და ოთხ საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.
დაცულ, დახურულ და უბნური სტილის საცხოვრებელში ასევე განთავსდება.
- კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო;
- საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა;
- მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად, გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს და კომპლექსში ცხოვრება 2025 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.
კომპანია „მოდერნ სითი“ მრავალი წელია ოპერირებს ბაზარზე უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადამიანსა და მათ კომფორტულ ცხოვრებაზე მორგებული, ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო.