მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდერნ სითი დიღომი - საცხოვრებელი კომპლექსი მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის

646b69486b831
BM.GE
23.05.23 11:00
1330
მოდერნ სითი დიღომი - თანამედროვე არქიტექტურით და შესანიშნავი ადგილმდებარეობით გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია რომელიც 10,200 კვ.მ-ზე ვითარდება და სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით შენდება.

კომპლექსი ოლიმპიური აუზის და ამერიკის საელჩოს მიმდებარედ მშვიდ და მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება:
• დაცული და გამწვანებული ეზო
• საბავშვო გასართობი სივრცეები
• სპორტული მოედანი
• ღია საცურაო აუზი როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის
• მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.



მოდერნ სითი დიღომის ადგილმდებარეობა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, კომპლექსის გარშემო მდებარეობს უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები,სავაჭრო ცენტრი, აფთიაქები,საავადმყოფოები, ოლიმპიური ქალაქი, ასტრაპარკი. ყველა სამომხმარებლო საჭიროების ობიექტი 5კმ რადიუსში.

აღსანიშნავია რომ გასულ წლებთან შედარებით ადამიანების ფსიქოლოგია საცხოვრებელი ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით საგრძნობლად შეიცვალა, მათთვის მყუდრო, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქცა სახლის შერჩევის მთავარ პრიორიტეტად. მოდერნ სითი დიღომი სწორედ ასეთი საცხოვრებელია, რომელიც ქალაქის ქაოსისგან მოშორებით მაცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

შეიძინეთ ბინა მოდერნ სითი დიღომში მიმდინარე აქციით რომელიც მაისის ბოლომდე გრძელდება და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბინის საერთო ღირებულაზე მიიღოთ 26,000 ლარიანი ფასდაკლება.

ჩვენ ვქმნით ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზე მაქსიმალურად მორგებულ ჯანსაღ და ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები