მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna თავისი ვაქცინის თითქმის 95%-იან ეფექტურობაზე აცხადებს

5fb27d230fd0d
თამთა ჯიჯავაძე
16.11.20 17:20
1875
ფარმაცევტული კომპანია Moderna თავისი ვაქცინის თითქმის 95%-იან ეფექტურობაზე აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კლინიკური შემოწმების პროცესში აშშ-ში კომპანიას 30 000 ადამიანი ჰყავდა ჩართული, მათ ნახევარს ორი დოზა ვაქცინა, ოთხი კვირის ინტერვალით გაუკეთეს. დანარჩენ მონაწილეებს კი ე.წ პლაცებო ინექცია გაუკეთეს. საბოლოო ჯამში, მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა 94.5%-ით ეფექტურია. კლინიკური ტესტირების ეტაპზე ასევე 11 შემთხვევაში კორონავირუსით დაინფიცირების მწვავე შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა არცერთი მათგანისთვის ნამდვილი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული.

"საერთო ეფექტურობა აღსანიშნავია. ეს შესანიშნავი დღეა“, – აღნიშნა Moderna-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ტალ ზაკსმა.

"არ ველოდი, არ ვფიქრობდი, რომ ვაქცინა 94%-იან ეფექტურობას აჩვენებდა“, – ამის შესახებ კი კომპანიის პრეზიდენტმა სტეფან ჰოჯმა განაცხადა.

ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ-ის მარეგულირებელ სამსახურს მიმართავენ ავტორიზაციისთვის. Moderna-ს განცხადებით, მათ ქვეყანაში 20 მლნ დოზა ვაქცინის უზრუნველყოფა შეუძლიათ. კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც.

წყარო: Forbes.ge 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები