მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოძრაობა "სოცაფეთქება" მთავრობას მიმართავს

6023a7c8db22d
ინგა მურუსიძე
10.02.21 13:42
1156
მოძრაობა სახელწოდებით „სოცაფეთქება“ მთავრობას მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წინა კვირების განმავლობაში გამრთული საპროტესტო აქციების დროს საზოგადოება მოითხოვდა შეზღუდვების შემცირებას ან სრულად გაუქმებას, თუმცა, ეს არ გულისხმობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას.

სოცაფეთქების წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ვერ მართავს პროცესებს ადეკვატურად და თებერვალში შეზღუდვების შემცირება, რიგი რეკომენდაციების გარეშე, იქნება უფრო მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საწინდარი.

„ვთხოვთ, მთავრობას შეასრულოს ნაკისრი პასუხისმგებლობა და დაიცვას ის რეკომენდაციები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის უმთავრეს ინსტრუმენტებად მოიაზრება და ამავდროულად არ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს, იგულისხმება: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები“, - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, მოძრაობის წევრები კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ, რადგან მათი განმარტებით, მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა პიკის საათში ადამიანების მოზღვავებულ ნაკადს აჩენს.

„სოცაფეთქების“ წევრები მოითხოვენ, შემუშავდეს და გასაჯაროვდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ბიზნესსექტორებისა და ინსტიტუციების გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სექტორის მომზადების მიმართულებით პანდემიის შემდეგი ეტაპის გასამკლავებლად. „გაუმჭირვალეა მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლა ფინანსური კუთხითაც და მოვითხოვთ დეტალურად გასაჯაროვდეს ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯები“, - ნათქვამია მიმართვაში.

ისინი, ასევე, მთავრობას მოუწოდებენ, განმარტონ თუ რატომ არ გაიხსნა სამთო კურორტები.

„ბიზნესის, ეკონომიკის და საზოგადოების გადასარჩენად კვლავ მოვითხოვთ, მოიხსნას არარაციონალური შეზღუდვები და მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლას მისცეს უფრო გააზრებული და რაციონალური ხასიათი“, - ნათქვამია „სოცაფეთქების“ წარმომადგენლების მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები