მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოძრაობა "სირცხვილია" უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირდება

სირცხვილია

მოძრაობა "სირცხვილია" აცხადებს, რომ დარეგისტრირდება "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" - მსგავსი შინაარსის ვიდეო მიმართვა ორგანიზაციამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც "სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.

„რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო... ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუ კი რაიმე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყების აწებებას, ეს ზიანი უკვე მოიტანა თუ ვინმეს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ იმიტომ, რომ ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

რეგისტრაცია ან არდარეგისტრირება მაინც და მაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა ისედაც აგენტი იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები