მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოძრაობის წესების დარღვევის გამო წელს მთავრობამ რეკორდული 151 მილიონის ჯარიმები აკრიფა

კახეთის მაგისტრალი

2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 151 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, 90.8 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 60.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.

შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 140.3 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 10 მილიონით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები