მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოძრავი რუსთაველი" ანუ პროტესტი სამინისტროებთან - დავით ჯინჭარაძის იდეა|პროტესტის ახალი ფორმები

დავით ჯინჭარაძე

ახლა მნიშვნელოვანია რუსთაველის მოძრაობის შენარჩუნება. ამის ერთი გზაა ყოველ კვირას, პროტესტი სხვადასხვა სამინისტროსთან, კვირის განმავლობაში იმის გახსენებით და ჩვენებით თუ სადამდე მიგვიყვანა ამ კონკრეტულ სამინისტროში ოლიგარქიამ და კორუფციამ“ - ეს იდეა ეკუთვნის ინგლისში მცხოვრებ თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელს დავით ჯინჭარაძეს, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

სამოქალაქო აქტივისტს მიაჩნია, რომ უწყვეტი პროტესტი ახალ ფორმატებს საჭიროებს და ერთ-ერთი შეიძლება სწორედ მოძრავი რუსთაველის“ შექმნა იყოს, რაც პროტესტის შინაარსაც განავრცობს.

პროტესტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის ვერ სცდება რუსთაველს და ვერ აღწევს რეგიონებამდე. შედეგად, ყველა მოქალაქე ვერ ხედავს საპროტესტო მოთხოვნებთან ბმას და ვერ აკავშირებს ერთმანეთთან კორუფციას, სოციალურ პრობლემებს და პროტესტს. სამინისტროებთან პროტესტი, რა თქმა უნდა, არახალი იდეაა; მეც და სხვებსაც ამის თაობაზე სხვადასხვა ფორმატში გვისაუბრია, რომ საჭიროა, პროტესტის ეტაპობრივი ესკალაცია. არ შეიძლება, პროტესტი იდგეს“ ერთ ადგილას და არ მოძრაობდეს.

მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ პროტესტის გაშლა და მისი მიბმა სხვადასხვა სოციალურ საკითხთან უალტერნატივოა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მე-12 კლასის გაუქმების საკითხმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან. საკმარისად ბევრი კორუფცია გვაქვს ჯანდაცვის თუ სხვა სამინისტროებში და შეიძლება, ყოველ კვირას, სხვადასხვა უწყებასთან გამოვხატოთ პროტესტი - ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ამ სამინისტროებშია და ა.შ.

მოძრავი რუსთაველის“ იდეა არ ნიშნავს, მხოლოდ პროტესტის ლოკაციის შეცვლას, ეს უნდა იყოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთლიანად მიემართება სხვადასხვა პრობლემის მხილებას და წალეკავს საინფორმაციო სივრცეს.

საბოლოო დანიშნულება ამ ყველაფრის არის ის, რომ გამოვიდეთ თავდაცვის პოზიციიდან. აღარ გვიწევდეს თავის გამართლება „ქართულ ოცნებასთან“ და პირიქით, „ქართულ ოცნებას“ გავუხადოთ თავი გასამართლებელი იმისთვის, რომ ეს ინფორმაციული ომი მოვიგოთ“, - განაცხადა დავით ჯინჭარაძემ.

თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელი ამჟამად ლონდონში სწავლობს და მუშაობს, მაგრამ აპირებს, დეკემბრის ბოლოდან საქართველოში დაბრუნდეს და პროტესტის ფორმების გაფართოებაში თავადაც ჩაერთოს.

ვფიქრობ, ახლა საჭიროა, პროექტების მენეჯმენტი გამოვიყენოთ პროტესტის მენეჯმენტისთვის“, - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები