მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის შესაბამისად წარსადგენი ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი გამოქვეყნდა. ფინანსთა მინისტრის შესაბამიდი ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. შედეგად, დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რეინვესტირებული თანხა კი გადასახადისგან გათავისუფლდება.

























