მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი შესაძლოა, ინდ.მეწარმეებზეც გავრცელდეს

BM.GE
05.07.23 13:21
177
ფინანსთა სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც ფართოვდება დასაბეგრი ობიექტთა ბაზა, რომლებიც მოგების გადასახადის ესტონური მოდელით სარგებლობენ. საუბარია ინდ მეწარმეებზე, რომლებიც დღეს კლასიკური მოდელით იბეგრებიან. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის როდის ამოქმედდება რეფორმა მათთვის, თუმცა გაანალიზებულია ფისკალური ეფექტი, რაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ბაზის გაფართოებას ექნება. 100 მლნ ლარი, ეს არის თანხა, რაც ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტს დააკლდება. 

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი 2017 წლიდან დაინერგა. აისეტის მიერ რეფორმის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, 2017-2019 წლებში მოგების გადასახადის რეფორმის შემდეგ დაახლოებით 600 მლნ ლარი დარჩა ბიზნესს, ანუ ამდენივე დააკლდა ბიუჯეტს. რა ეფექტი ექნება მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დასაბეგრ ობიექტთა ბაზის გაფართოებას და პოტენციურად რამდენმა ინდივიდუალურმა მეწარმემ შეიძლება ისარგებლოს ამ შეღავათით? 

სტუმარი: გიგა ფაიქიძე - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები