მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან - განცხადება

საეჭვო ესემესი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ბოლო პერიოდში უცხო ნომრებიდან საეჭვო შეტყობინებების გაგზავნის შემთხვევებს ეხმაურება და მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიღებული ბმულების გახსნისგან. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ის შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის", - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები