მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვცეს პირობა, ველოდებით დასტურს" - TBC ბანკთან შეხვედრა დასრულდა

TBC

ოთხშაბათს, 15 იანვარს საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა იგეგმება. დღეს მოქალაქეების ნაწილი „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ბანკის მენეჯმენტის თქმით, TBC ბანკი ყოველთვის იყო ევროპული მომავლისა და ქართველი ხალხის მხარეს. შესაბამისად, თუკი მათი დასაქმებულები ამ გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ, არავინ დაისჯება.

„თიბისი ბანკმა გვითხრა, რომ ყოველთვის იყო ევროპული მომავლის მხარეს და ხალხის მხარეს. ეს სხვათაშორის გამოჩნდა ბოლო პროცესების დროს. ბევრს ეხმარებიან, ბევრს უდგანან მხარში.

მოვედით მოთხოვნით, რომ 15 იანვარს, თუკი მათი თანამშრომლები გაიფიცებიან, არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდეთ მათ, თავისუფალი ნების გამოხატვის გამო. არავინ არ დაისაჯოს. ამის პირობა მოგვცეს და ველოდებით დასტურს. ვისაც სურვილი ექნება, არავინ არ შეიზღუდება“, - აცხადებს ლიკა გუნცაძე.

მწერალი, ლაშა ბუღაძის განცხადებით, TBC ბანკი ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით არის ჩართული, შესაბამისად კომპანია ამ მშვიდობიან და კანონიერ პროცესში მონაწილეობას მათ თანამშრომლებს არ შეუზღუდავს და ამას მალე ბანკიც დაადასტურებს.

„მივიღეთ პასუხი, რომ [თანამშრომლები] ნამდვილად არ დაისჯებიან. TBC ბანკი სხვადასხვა ფორმით ჩართულია ამ პროცესში. არ დაისჯებიან თანამშრომლები, თუკი მიიღებენ კანონიერ და მშვიდობიან პროცესში, გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილეობას და ამას თავად TBC ბანკიც დაადასტურებს“, -თქვა ბუღაძემ.

რეჟისორმა პაატა ციკოლიამ მედიასთან განაცხადა, რომ ქართველ ხალხს უკვე პირი აქვს შეკრული, რომ სურთ ცვლილება. მისი აზრით, 15 რიცხვი იქნება ნიშანი, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა უნდა და შესწევს ძალა, რომ გაიმარჯვოს.

„ქართველ საზოგადოებას უკვე დიდი ხანია პირი აქვს შეკრული, რომ უნდა ცვლილება. მე მგონია, რომ 15 რიცხვის გამაფრთხილებელი გაფიცვა იქნება ნიშანი, რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა და ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ძალა, რომ გავიმარჯვოთ და გამარჯვების რწმენა კიდევ მეტად გაღვივდება“, - ამბობს რეჟისორი.

ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე "საქართველოს ბანკის" დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს და აქტივისტებს შეხვდნენ. ხოლო, 15:00 საათზეთიბისი ბანკისდირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ჰქონდათ შეხვედრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები