ავიამიმოსვლა და ტურისტული პაკეტები ძვირდება. ვიზიარის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები 500 პროცენტით არის გაზრდილი - ამის შესახებ ბიემჯისთან ავიაქსელის დამფუძნებელმა ამირამ აბესაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ფასების ცვლილება არაერთი ფაქტორით იყო გამოწვეული. როგორ აისახა გაძვირებული ფრენა სამოგზაურო პაკეტების ფასებზე და რა ძირითად მიმართულებებს ირჩევენ ქართველები უცხოეთში მოგზაურობისას.