კომპანია Pegas touristik Georgia-მ ეგვიპტეში, კერძოდ შარმელშეიხში მედია ტური მოაწყო. მედიატურის ფარგლებში შარმ ელ შეიხში BMG-ის გადამღებმა ჯგუფმაც იმოგზაურა. მოგზაურობის მთავარი დანიშნულება ეგვიპტის დათვალიერება იყო. უფრო კონკრეტულად, Pegas touristik Georgia-ს ორგანიზებით ზაფხულისთვის ეგვიპტის მიმართულებით მრავალფეროვანი, დასვენებაზე ორიენტირებული ტური შედგა, რომლის შეძენაც ნებისმიერ ქართულ ტურისტულ კომპანიაში შეგიძლიათ. პრემიუმ კლასის სასტუმროები, ღირსშესანიშნაობები, გასეირნება წითელ ზღვაზე - ეს იმ სერვისებისა და აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ორგანიზებული ტურ-პაკეტის ფარგლებში ისარგებლებთ.
სტუმარი: სალომე ბერაია - Pegas touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი.