საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, სად გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ ამბობს, რომ ძირითადი გეგმები საქართველოსაც უკავშირდება.
ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მის გეგმებსა და დღის წესრიგში პოლიტიკური აქტივობა რჩება.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია, რომ გიორგი ქობულია ვიხილოთ ოპოზიციაში ან თუნდაც საზოგადოებრივ ფრონტზე, თან იმ ფონზე, როცა თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც დაანონსა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, ყოფილმა მინისტრმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„ჯერჯერობით, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. როგორც კი ჩამოვყალიბდები, ალბათ ეს ცნობილი გახდება და თქვენც დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

























