მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moka United Georgia-სა და "იშბანკი საქართველოს" შორის პარტნიორობა გაფორმდა

Isbank
19.10.26 12:41
• 200

პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს Moka United Georgia-ს დირექტორმა ნინო ჭედიამ და Isbank საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ონურ ქუთუქმა.

Moka United Georgia-სა და "იშბანკი საქართველოს" თანამშრომლობის მიზანია ბიზნესებისთვის თანამედროვე საგადახდო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური სერვისების განვითარება.

თანამშრომლობის ფარგლებში, Moka United Georgia, "იშბანკი საქართველოს" ბიზნესკლიენტებს საგადახდო სერვისებს, მათ შორის POS ტერმინალებით მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული გადაწყვეტა ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებისგან საბარათე გადახდები, მათ შორის უკონტაქტო ტრანზაქციები, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ.

Moka United საერთაშორისო ფინტექ კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ოპერირებს და ბიზნესებს თანამედროვე საგადახდო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. საქართველოში კომპანია ციფრული გადახდებისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით საქმიანობს.

Türkiye İş Bankası თურქეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და საერთაშორისო მასშტაბით მრავალფეროვანი საბანკო მომსახურებით გამოირჩევა. "იშბანკი საქართველოში" 2012 წლიდან ოპერირებს და კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

Moka United Georgia-სა და "იშბანკი საქართველოს" თანამშრომლობა აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებისა და ფინანსური სექტორის ორ მნიშვნელოვან მიმართულებას - თანამედროვე საგადახდო ტექნოლოგიებსა და საბანკო მომსახურებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის საგადახდო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები