მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოხარულები ვართ, რომ მიმდინარე პროექტებს „ტასჰაბის“ დახმარებით ვახორციელებთ“- „თი ისთეითი“

თი ისთეითი
BM. GE
26.06.24 12:29
311

კომპანია „თი ისთეითი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და თბილისში ერთდროულად რამდენიმე უბანში, ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტებით არის წარმოდგენილი.

კომპანიას დღემდე ოთხი განხორციელებული და სამი მიმდინარე პროექტი აქვს. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში - „ორთაჭალა ჰილსი“, საცხოვრებელი კორპუსი ვაშლიჯვარში - "სითი ვიუ" და საცხოვრებელი კორპუსი გლდანში.

კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს. ამაში კი მათ არქიტექტურული კომპანია "ტასჰაბი“ ეხმარება, რაც სრულ არქიტექტურულ მომსახურებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის დეტალებზე და მიმდინარე პროექტებზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ „ტასჰაბის" რუბრიკაში, კომპანიის დამფუძნებელი სერგი გიორგაია ამჯერად დეველოპერული კომპანია "თი ისთეითის" გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს მასპინძლობდა. თამარ კანთელაძის თქმით, დეველოპერებს ხშირად მიწის ნაკვეთების შეძენა შეთანხმებული პროექტებით უწევთ, რაც დღეს არსებულ მომხმარებლების საჭიროებებს ვერ პასუხობს. ცვლილებების განხორციელების პროცესში კი არქიტექტურული კომპანიების დახმარება უმნიშვნელოვანესია.

„ხშირად ისე ხდება, რომ ვყიდულობთ მიწას, სადაც პროექტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ის ვერ პასუხობს შენი პოტენციური მომხმარებლის საჭიროებებს. ასეთ დროს იწყებ პროექტის კორექტირებას, რომელსაც თვითნებურად ვერ იზამ. ჩვენ როგორც „ორთაჭალა ჰილსში“, ისე „სითი ვიუში“ პირვანდელი გეგმარებების შეცვლის საჭიროებები დაგვიდგა. დეველოპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს თავს მშვიდად გრძნობდეს, იცოდეს რომ სწორი და გამართულია პროცესი, რათა სამომავლოდ რაიმე პრობლემა არ დაგიდგეს, ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი „ტასჰაბზე“ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მიმდინარე პროექტებს ამ კომპანიის დახმარებით ვახორციელებთ“, - განაცხადა კანთელაძემ.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები