მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოკლე პერიოდში ლარის ასეთი გაუფასურება ლოგიკური არ არის"

5d4c0863a8a81
ლიკა გურაბანიძე
08.08.19 18:00
759
„ეს პროცესი გრძელვადიანია და ნაკლებად ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟურია,“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ლარის კურსის გაუფასურების შეფასებისას განაცხადა.

ძნელაძეს ეროვნულ ვალუტაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია უფრო მეტი უნდა იყოს იმისათვის, რომ გაგცეთ პასუხი რატომ? როგორ? რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ?

დღეის მდგომარეობით იმ ინფორმაციის საფუძველზე რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს და ამას ესა თუ ის უწყებები ადასტურებენ, ამ ინფორმაციის საფუძველზე ასე მოკლე პერიოდში ლარის ასეთი გაუფასურება ლოგიკური არ არის,“ - განაცხადა ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები