მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლაპარაკება დაწყებული გვაქვს ბრიტანეთში, პოლონეთსა და უკრაინაში" - "კაის" გეგმები

62724be2005cc
მარიამ იზორია
04.05.22 23:25
1155
ბოტანიკური სასმელი - ახალი სიტყვა ქართული გამაგრილებელი სასმლების ბაზარზე. სწორედ ამ მიზნით, პანდემიის პერიოდში, დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა ახალი კომპანია „ბოტანისტი“, რომელმაც მცენარეული გაზირებული სასმელის „კაის“ წარმოება დაიწყო. „კაის“ შემადგენლობაში სხვადასხვა მცენარის უნიკალური კომბინაციებია, რაც ყველაზე მთავარია ბოტანიკური სასმელი ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს შეიცავს.

7 მლნ ლარის ინვესტიციით დაწყებულ კომპანიას ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე ექსპორტის გეგმები ჰქონდა. როგორც „ბოტანისტის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ნინო ბაკურაძე გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში აღნიშნავს, კომპანიისთვის ექსპორტის მიზნები კვლავ მნიშვნელოვან გეგმად რჩება.

„მოლაპარაკება დაწყებული გვაქვს დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და უკრაინაში. ამასთან, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. სექტემბერში გადატვირთვას დავიწყებთ“, - ამბობს ის.

„კაის“ ბაზარზე გამოჩენისთანავე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, კომპანიას კი სტრატეგიის გადასაწყობად დამატებითი ფინანსების მოძიების აუცილებლობა შეექმნა. ამაში „ბოტანისტს“ თიბისის „სტრატაპერის“ პროგრამა დაეხმარა, რომლის საშუალებითაც კომპანიამ მიწოდების წერტილები გააფართოვა.

“თიბისის სტარტაპერის პროგრამის დახმარებით მიწოდების წერტილები გავაფართოვეთ. პროგრამის ფინანსები მაცივრების შესაძენად გამოვიყენეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ კომპანიას საკუთარი მაცივარი არ აქვს, ის ქსელებში ვერ შევა. ჯერჯერობით მთელი საქართველო ვერ დავფარეთ, თუმცა რომ არა თიბისი სტარტაპერის ეს პროგრამა, იმ რაოდენობას ვერ დავფარავდით რა რაოდენობაზეც ახლა გავდივართ“, - განმარტავს „ბოტანისტის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

პირველი ბოტანიკური სასმელი „კაი“ განვითარებას არ წყვეტს და უამრავი გეგმა აქვს. კომპანიის უპირველესი მიზანი ბაზრის 1.5%-ის ათვისება იყო, ორი წლის განმავლობაში კი მიზნის ნახევარი შესრულებულია. ახალი პროდუქტების დამატების, მათ შორის დიაბეტური ხაზის განვითარების შემდგომ „კაის“ წილი ქართულ ბაზარზე 2%-მდე გაიზრდება.

5 წლის ვადაში კომპანია საკუთარ ქარხანასაც ააშენებს. გარდა ამისა, 70 კაცით დაკომპლექტებული გუნდი, ზაფხულისვის 80-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „კაი“ ივნისის პირველ კვირაში მომხმარებელს სიახლეს შესთავაზებს და ბაზარზე ახალი ქილის შეფუთვით გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები