მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოლაპარაკებები გვაქვს საქართველოს საზღვაო ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით" - ქობულია

5c4ffcbd2ae8c
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.19 11:08
4733

"ჩვენ გვაქვს დღესდღეობით საკმაოდ შორს წასული მოლაპარაკებები ჩვენი საკუთარი ფლოტის, საქართველოს ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით",  - განაცხადა The Economist-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე - "მსოფლიო 2019" ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს საზღვაო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით არაერთი ინიციატივა აქვს, მათ შორისაა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა და საზღვაო ფინანსირების ინსტრუმენტების შემოღება. 


"რაც შეეხება ჩვენი საზღვაო პოტენციალის ათვისებას, როგორც ვისაუბრეთ, აქ არის რიგი ინიციატივები. ერთ-ერთი მათგანი არის ამ სფეროში სახელმწიფო სერვისების გამარტივება და მათი ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდება. შემოსულ გემს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება, როგორ საბაჟო, ლიცენზირება და ასე შემდეგ.

ჩვენ გვაქვს ინიციატივა, სადაც ვნერგავთ საზღვაო ფინანსირების მოდელს, რომელიც მოგვცემს კიდევ უფრო მეტი პროექტები და ინიციატივები გაატაროს კერძო სექტორმა ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პროგრამა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად და მათი კომპეტენციების გასაზრდელად. საზღვაო სასწავლებლის განვითარებაში ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას.

ჩვენ გვაქვს დღესდღეობით საკმაოდ შორს წასული მოლაპარაკებები ჩვენი საკუთარი ფლოტის, საქართველოს ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით; ვგეგმავთ მთელი რიგი საზღვაო სერვისების შექმნას, როგორიცაა გემების საწვავით მომარაგება, ეს არის ქეითერინგი, რომელიც დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ამას ვგეგმავთ და ეს სერვისები უნდა შეიქმნას, რათა ჩვენ ავითვისოთ ჩვენი საზღვაო პოტენციალი," - ამბობს გიორგი ქობულია. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები