მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ქართველ ხალხს, მოლდოვას სახელით, სოლიდარობას უცხადებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.
"ბოლო 5 დღეა, ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისადმი. მოლდოვა სოლიდარობით დგას ქართველი ხალხის გვერდით. მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრებისა და ევროკავშირთან თანხვედრაში მყოფი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვის უფლებას"', - წერს დორინ რეჩანი.
Over the past 5 days, we see the unwavering commitment of the people of Georgia to democracy & their European aspirations.
— Dorin Recean (@DorinRecean) December 3, 2024
Moldova stands in solidarity with the 🇬🇪people. We support their right to peaceful assembly & the pursuit of a democratic future aligned with the EU values.




























