მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს, IWG Regus რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს

რუსკა ჩაკვეტაძე

მიმდინარე წელს, საერთო სამუშაო სივრცე „რეგუსი“ ახალი ფილიალების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია IWG Regus არეას მენეჯერმა, რუსა ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია გარკვეული პერიოდი განვითარების კუთხით გაჩერებული იყო, რაზეც გავლენა პანდემიის პერიოდმა და საგარეო ფაქტორებმა იქონია. თუმცა, მომავალ წელს, კომპანია გაფართოებას გეგმავს, რაზეც მოლაპარაკებები რამდენიმე ბიზნეს ცენტრთან უკვე მიმდინარეობს.

„ეს ბიზნესი საკმაოდ მზარდია და მოთხოვნა მოქნილ სამუშაო სივრცეებზე გაზრდილია. დიდი კომპანიებიც დასაქმებულებისთვის მაქსიმალურად მოქნილი პირობების შეთავაზებაზე არიან გადასულები. შესაბამისად, მომავალ წელს, აგრესიული გეგმა გვექნება, რომლის თანახმადაც, ერთდროულად რამდენიმე ობიექტის გახსნაა დაგეგმილი. ამჟამად, ჩვენი აქცენტი თბილისის მასშტაბით, კერძოდ ქალაქის ცენტრშია მიმართული. ხოლო რეგიონში გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ამ ეტაპზე, ორ ბიზნეს ცენტრთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. შევცვალეთ ჩვენი საპარტნიორო შეთავაზება. ანუ, ჩვენ, როგორც მმართველი კომპანია გამოვდივართ, რომლის მმართველობისა თუ ბრენდის ქვეშ უნდა მოხდეს კომპანიის ფუნქციონირება, რის სანაცვლოდაც გარკვეულ საკომისიო ანაზღაურებას ავიღებთ",- აცხადებს ჩაკვეტაძე.

მისივე ცნობით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანიამ სერვისის ღირებულება დაახლოებით 40%-ით გაზარდა, თუმცა მიმდინარე წელს, სხვადასხვა შეთავაზებების საფუძველზე კლიენტებს 20-25%-იან ფასდაკლებებს სთავაზობენ.

როგორც კომპანიის მენეჯერი აღნიშნავს, მათი მომხმარებლები სტარტაპები, ქართული კომპანიები, ასევე საერთაშორისო კომპანიები არიან.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს 100%-ით დატვირთულები იყვნენ. რაც შეეხება წლევანდელ წელს, მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ამის მიზეზად კი, ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის შემცირება და ბევრი კონკურენტი co-working სივრცეების გახსნა სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები