მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრის 10 ფილიალის ამოქმედება იგეგმება - თამარ ბარკალაია

ცენტრი
20.12.23 21:45
234

მომავალ წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრის 10 ფილიალის ამოქმედება იგეგმება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბარკალაიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში, მოქალაქე, ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებს სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას.

„ჯანდაცვის სამინისტრო მრავალი მიმართულებით მუშაობს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის, დასაქმების, სოციალური რეაბილიტაციის სერვისების, დევნილთა მომსახურებების
მიმართულებებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფართო სპექტრი ჩვენი მომსახურებებისა იყოს სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე, ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, გაიხსნა საბურთალოზე - მიცკევიჩის ქუჩაზე.

ვფიქრობთ, რომ ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს დროული და ეფექტური სერვისების მიღების შესაძლებლობას და კმაყოფილებასაც გაზრდის, ამ სერვისების მიმართულებით. საკმაოდ აქტიურია
საბურთალოს ფილიალი, ერთ-ერთი დიდი მოცვითი არეალი აქვს.

ჩვენ, გავაგრძელებთ სრულიად თბილისის და რეგიონების მოცვას აღნიშნული სერვისით. მომავალ წელს, იგეგმება, დაახლოებით, 10 ფილიალის ამოქმედება, მათ შორის თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები