მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს, Mcdonalds-მა, შესაძლოა, სამი რესტორანი გახსნას

მაკდონალდსი

მომავალ წელს, Mcdonalds-მა, შესაძლოა, სამი რესტორანი გახსნას. ამის შესახებ “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“წელს გავხსენით 2 რესტორანი და მომავალ წელსაც შეიძლება სამი გავხსნათ. გვაქვს მაგის ფინანსური შესაძლებლობა, ადგილების გამოყოფიდან გამომდინარე. გარდა ამისა,“წელს “მაკდონალდსი” ბიუჯეტში 35 მილიონ ლარს შეიტანს.

თუ შეადარებთ კვების ობიექტების სისტემას, შეუდარებლად დიდი განსხვავება იქნება ჩვენსა და ჰორეკას ჯგუფის უცნობილესი სასტუმროებს შორის. ისინი ბიუჯეტთან ურთიერთობაში ვერც შეგვედრებიან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომფორტი, რომელსაც ჩვენ ვუქმნით ახალგაზრდობას, სამუშაო პირობებს, საერთოდ განსხვავდება ყველაფრისგან”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები