მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომავალ წელს გადავწყვეტთ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ბედს” – მერის მოადგილე

5f9701331d049
ანუკა ჯოხაძე
26.10.20 22:45
1034
“მომავალ წელს გადავწყვეტთ ღამის ეკონომიკის პროექტის ბედს”- ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია BM.GE-ის კითხვას იმის შესახებ, თუ როდის შეარჩევს თბილისის მერია ღამის ეკონომიკის ახალ მენეჯერს.

ბასილაიას განმარტებით, ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს, ხოლო საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება მომავალ წელს იგეგმება.

“ვინაიდან ახლა ჩვენ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, თავს შევიკავებთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან, იმიტომ რომ ვაკვირდებით მოვლენებს და ვნახოთ როგორ განვითარდება.  სავარაუდოდ, მომავალ წელს გადავწყვეტთ ამ პროექტის ბედს", - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

შეგახსენებთ, პროექტ ღამის ეკონომიკის მენეჯერის პოსტი სერგი გვარჯალაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2018 წელს დაინიშნა. ახლა კი პროექტი მენეჯერის გარეშეა.

ღამის ეკონომიკა: რა გააკეთა გვარჯალაძემ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები