მომავალ წელს მთავრობა ავტომობილების იმპორტსა და სიგარეტზე აქციზს ზრდის - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
„გადასახადების გაზრდის კუთხით დაგეგმილია სიგარეტის აქციზის ზრდა. სიგარეტის აქციზთან დაკავშრებით აღებული გვაქვს ვალდებულება ასოცირების შეთანხმებით, 2020 წლისთვის უნდა მივაღწიოთ იმ დონეს, რაც გაწერულია.
ასევე, საუბარია ავტომობილების იმპორტზე აქციზის ზრდისთვის. ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან საიმპორტო საქონელს წარმოადგენენ. ჩვენ მოლოდინები გვაქვს, რომ იმპორტზე თანხის გადინება შმეცირდება, რაც კურსზე დადებითვგავლენას იქონიებს.
ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს ახლა მთავრობაში და კონკრეტული დეტალები შემდეგ იქნება გაცხადებული“,- აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

























