home
category
tv live menu
EN
Loading data...

"მომავალი 10 წლის განმავლობაში ავტო-პარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება"

მთავრობა ავტო-პარკის ჩანაცვლების გეგმას აანონსებს. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ავტო-პარკის 90% ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.

,, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტო-პარკს. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ დიდი უპირატესობას მოუტანს საქართველოს, ასევე დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა პრემიერმა.

პარალელურად იგეგმება ცვლილებები ავტოტრანსპორტის განბაჟების კუთხითაც.

,,უპირატესობა მივეცით ელექტორო-ტრასპორტს, განბაჟება ფაქტობრივად ნულოვანია და ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობა, განბაჟების ნაწილში, ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტოტრანსპორს შორის.”-აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან ერთად, მთავრობა აპირებს, რომ ხელი შეუწყოს ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ტრანსპორტის ამ სახეობით.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები