მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი გახდეს

მამარდა ლივერპულის ძირითადში

"ლივერპულის" პირველი მეკარე მომდევნო სეზონიდან, დიდი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი გახდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალისონ ბეკერთან კლუბი სეზონის ბოლოს კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

მერსისაიდულ გრანდში პირველი მეკარის შეცვლის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მთავარ კანდიდატად კვლავ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი განიხილება.
ალისონი "ლივერპულის" კარს ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იცავდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეც იყო.

რომანო ამბობს, რომ არსებობს სერიოზული შანსი, რომ ეს ალისონის ბოლო სეზონი იყოს. საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ალისონის მიმართ ინტერესი რამდენიმე ქვეყნიდანაა. ბრაზილიელის წასვლაზე ჯერ კიდევ ამ სეზონის სტარტზე საუბრობდნენ.

"ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან. ქართველმა მეკარემ თავისი შანსები გამოიყენა. დიდი ალბათობით, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ლივერპულის ძირითადი მეკარე გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები