საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი დინამიკურად ვითარდება, ხოლო Solar Auto მომხმარებლებს კიდევ უფრო ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ახალი კამპანიის ფარგლებში - „მომავალი შენია“, ხაზს უსვამს მომავლის ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დღეს უკვე ყოველ ჩვენს ნაბიჯში იგრძნობა.
კამპანიის ფარგლებში გაერთიანებულია ბიზნესის მთავარი შეთავაზებაც: Solar Auto-ში ნებისმიერი ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს, სრულ საგარანტიო მომსახურებას და 6 თვის განმავლობაში ულიმიტო, უფასო დატენვას Solar Station-ის სწრაფ დამტენებზე საქართველოს მასშტაბით.
ვიზუალური მასალები, რომლებიც სოც. ქსელებისთვის შეიქმნა, სურეალისტური და მომავლის ატმოსფეროთია შთაგონებული. ისინი ასახავს იდეას, რომ მომავალი უკვე აქაა - უფრო სწრაფი, სუფთა და ტექნოლოგიური. კამპანიის მთავარი მესიჯი მკაფიოა: მომავალი ჩვენ ხელშია, და მისი რეალიზება შესაძლებელია იმდენად მარტივად, რამდენადაც ელექტრომობილზე გადასვლა მარტივია.
Solar Auto 2022 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ გლობალურ ბრენდს - BYD (Build Your Dreams) - საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს BYD-ის სრული სამოდელო ხაზს, ოფიციალური საგარანტიო პირობებით, ორიგინალი ნაწილებითა და სერვისით, რაც მომხმარებლებს დამატებით უზრუნველყოფს საიმედოობითა და ხარისხით.
ასევე, Solar Station-ის ბრენდის ქვეშ ავითარებს დამტენების ქსელს საქართველოში და უზრუნველყოფს მობილური აპლიკაციით დამუხრტვის შესაძლებლობას.
გადმოწერე აპლიკაცია:
https://apps.apple.com/ge/app/solar-station/id6495368610
https://play.google.com/store/apps/details?id=com.solarstationappgeo&hl=en
„მომავალი შენია“ - ეს მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის გაგება, რომ ტექნოლოგიები, ეკოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციები უკვე ჩვენს რეალობაშია, ხოლო Solar Auto ამ ცვლილების ერთ-ერთ მთავარ ამაჩქარებლად გვევლინება.




























