წამყვანი გერმანული საფინანსო ორგანიზაციის, Deutsche Bank-ის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოსთვის აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის საერთო ინდექსი ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით გაიზრდება.
S&P500-ის ზრდა იმის მაუწყებელია, რომ ინდექსში შემავალი უმსხვილესი კომპანიების კაპიტალიზაცია მოიმატებს, ანუ ბირჟაზე მათი აქციების ღირებულება გაიზრდება.
თავად ამ ტენდენციის განმაპირობებელ მიზეზებად Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები შედარებით დასტაბილურებულ გეოპოლიტიკური ვითარებას და მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციის დასრულებას ასახელებენ. მოგეხსენებათ, მომავალი წლისთვის პროგნოზირებულია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვიცა და ევროპის ცენტრალური ბანკიც განაკვეთების შემცირებაზე გადავლენ, ეს კი საფონდო ბირჟაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
Deutsche Bank-ის პროგნოზით, მომავალ წელს დასავლურ სახელმწიფოებში ცოტა ხნით რეცესიაც დაფიქსირდება, თუმცა უმსხვილესი კომპანიები მაინც შეძლებენ შემოსავლებისა და მოგების გაზრდას. უფრო კონკრეტულად, ანალიტიკოსები კორპორაციული შემოსავლიანობის 19%-ით გაუმჯობესებას ელიან.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.