მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მომავალი წლიდან ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ“ - "აშენდი აგრო საქართველო“

63a2ceabbc3c5
თინათინ ნატმელაძე
26.12.22 09:45
1575

„აშენდი აგრო საქართველო“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ღორის ხორცის გადამმუშავებელ საწარმოსთან ერთად, ფერმასაც ფლობს.

როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლევან ადამაძე BM.GE-სთან აცხადებს, მომავალი წლიდან წარმადობის გაზრდა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობა იგეგმება.

„2018 წლიდან ვფუნქციონირებთ. ჩვენი პროდუქცია კი ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამჟამად საქართველოს სრული წარმოების 45%-ს ვფარავთ, გვაქვს ქართული წარმოშობის, ჩვენივე ფერმაში გაზრდილი ღორის ხორცი.

2022 წელი ძალიან მოგებიანი იყო; ამ ეტაპზე წლიურად 7 მილიონ კილოგრამ ხორცს გადავამუშავებთ. მომავალი წლიდან კი, მისი გაზრდა 10 მილიონ კილოგრამამდე იგეგმება, რის შემდეგაც უკვე საექსპორტო ბაზრებზე მუშაობასაც ვგეგმავთ, თუმცა ზუსტი მიმართულება ჯერ არ შეგვირჩევია“, - განაცხადა ლევან ადამაძემ.

მისივე ცნობით, საწარმო და ფერმა მარნეულში მდებარეობს და უმეტესად ადგილობრივებს ასაქმებენ. 

„აშენდი აგრო საქართველოს" პროდუქცია "აგროჰაბში" იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები