საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქართული სახანძრო მანქანების სერიულ წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს. ფოტოზე კი ნაჩვენებია, პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის პროტოტიპი, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აეწყობა. დელტა პროექტს კომპანია „როზენბაუერთან“ ერთად ახორციელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური მანქანა, მაქსიმალურად მორგებულია ქართულ გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ურბანულ თავისებურებებს.
სახანძრო მანქანა სამაშველო ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი.
პირველი მანქანები 2018 წელს აეწყობა.
მთავრობის გეგმით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების მანქანა. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება

























