მომავალი წლიდან, შესაძლებელია, ყველანაირ პროდუქციაზე ფასები 20%-ით გაიზარდოს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ იმპორტიორი კომპანია „გრანდის“ ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების გაძვირებას, ერთი მხრივ, საწვავზე აქციზის მატება, მეორე მხრივ კი, ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურება გამოიწვევს.
„მართალია, ზოგიერთები ამბობენ, რომ საწვავზე ფასების ცვლილება დიდს არაფერს გამოიწვევს, მაგრამ საერთო ჯამში 2%-დან 5%-მდე გააძვირებს პროდუქციას. 2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის გადასახადი რომ მოიმატებს და ამას დაემატება ლარის კურსის გაუფასურება, შესაძლებელია, რომ ყველანაირ პროდუქციაზე 20%-ით მოიმატოს ფასებმა“,- განუცხადა ივა ჭყონიამ „ბიზნესკონტრაქტს“.
მისი თქმით, ყველაზე ცუდი რაც არის, მცირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. ივა ჭყონიას თქმით, პროდუქციის რეალიზაცია, რომელზეც ფასები გაიზარდა, უკვე შემცირებულია.
„ასეთ გაურკვევლობას, ჯობია, ლარის კურსი გახდეს 3 ლარი დოლართან მიმართები, მორჩება პანიკა და გვეცონიდება, რომ არის ასეთი კურსი“,- აცხადებს ივა ჭყონია.

























