მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომავალში ტაქსით მომსახურების ფასი უნდა გაიზარდოს, დღეს ტაქსი ძალიან იაფია"

5c1e1009b83e7
BM.GE
22.12.18 14:15
3649
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "საქართველოში ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია და ის უნდა გაიზარდოს". ტელეკომპანია პალიტრას ეთერში მერმა თქვა ისიც, რომ დედაქალაქში ტაქსით გადაადგილების საკითხი უნდა მოწესრიგდეს.

"ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის პირველი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება, რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით „ტაქსაობის“ აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია,"- ამბობს კალაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები