მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავლის პროფესიები

5af80f9544c14
ანუკა ჯოხაძე
13.05.18 18:00
3962
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულ კადრებზე. აშშ-ს ტექნოლოგიების ასოციაციის CompTIA- ის ყოველწლიური ანალიზის მიხედვით, 7,7 მილიონი ამერიკელია ჩართული ამ სფეროში. ასოციაცია იმ პროფესიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც მოთხოვნა ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა.

მალე ახალი ტექნოლოგია ჩვენს ონლაინ-აქტივობებს შეცვლის. ეს რევოლუცია ტელევიზორით არ გადაიცემა, იგი კრიპტოგრაფიულად ჩაიბეჭდება ბლოკჩეინში, - ასე ახასიათებენ ბლოკჩეინის მომავალს ფინანსურ ნაშრომებში. ანალიზის მიხედვით, ერთ–ერთი მოთხოვნადი პროფესია მსოფლიოს მასშტაბით, ბლოკჩეინ ექსპერტია. ბლოკჩეინის ექსპერტი გამოირჩევა განსაკუთრებული ანალიტიკური და ლოგიკური უნარებით. ამ პროფესიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურებას ის საშუალოდ 100 000 ამერიკულ დოლარსაც კი უტოლდება.

არანაკლები მოთხოვნით ხასიათდება ე.წ. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინერის პროფესიაც, რომელზეც საშუალო ანაზღაურებაც 110 000 ამერიკულ დოლარს აღწევს. ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების უპირველესი პასუხისმგებლობა ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების შესრულებას, დაპროგრამებას, დაგეგმვას და მართვის შენარჩუნებას მოიცავს .

ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს სწრაფ ინოვაციას და მუდმივ განვითარებას. დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით ამ სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება. საშუალო ანაზღაურება ხელოვნური ინტელექტის ინჟინრების შემთხვევაში 118 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ამ პროფესიას უახლესი ბარიერების დარღვევაც კი შეუძლია, რომელიც თვითმართვადი ავტომობილებიდან კიდევ უფრო ინოვაციურ სამყაროში გადაგვიყვანს.
ანალიტიკური აზროვნება, სტრესული სიტუაციების გამკლავების და რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი - ეს ის მახასითებლებია რასაც მობილური აპლიკაციების დეველოპერის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი უნდა ფლობდეს. ეს პროფესია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან დღევანდელობა წარმოუდგენელია მობილური აპლიკაციების გარეშე.

და ბოლოს კიბერ შეტევების შემთხვევათა ზრდასთან ერთად გაიზარდა ამ კუთხით მომუშავე ადამიანების რიცხვიც. კიბერშეტევებზე მომუშავე ექსპერტები მონაცემთა ბაზების დაშიფვრის საშუალებით ახერხებენ ინტერნეტ მომხმარებლები დაიცვან და კიბერ თავდასხმები თავიდან აიცილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები