მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-41 გრადუსამდე მოიმატებს - სააგენტო

სიცხე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-დან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.
მათ შორის, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში მაღალი ტემპერატურა უკვე 27 ივლისიდან იგრძნობა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში სიცხე 29-31 ივლისს დაფიქსირდება.

საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ზოგიერთ ლოკაციაზე 38-დან 41 გრადუსამდე იქნება.

სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელი სიცხე:

  • ხელს უწყობს სითბური სტრესის განვითარებას,
  • ზრდის ტყის ხანძრების რისკს, განსაკუთრებით მშრალ და ტყიან ზონებში.

„საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული,“ - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ხანგრძლივ ყოფნას მზის ქვეშ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მცირეწლოვნებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები