მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო წლიდან დედაქალაქში ახალი, მრავალფუნქციური "მზიური ბიზნეს ცენტრი" გაიხსნება

მზიური ბიზნეს ცენტრი

მომდევნო წლიდან თბილისში ახალი, A კლასის, მრავალფუნქციური ბიზნესცენტრი დაიწყეს ფუნქციონირებას. "მზიური ბიზნეს ცენტრი" - ასე ჰქვია შვიდსართულიან შენობას, რომელიც მომხმარებელს ერთიან, გაშლილ და ნათელ სივრცეს სთავაზობს. შენობა ფართობი ჯამში 10 000 კვადრატული მეტრია, აქედან 2 000 კვადრატული საზაფხულო სივრცეებს და ღია აივნებს ეთმობა.

პროექტის შექმნის პროცესიდან დაწყებული, "მზიური ბიზნეს ცენტრი" ქალაქში არსებული ყოფითი გამოწვევების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად ერთ-ერთი პირველი კრიტერიუმი საპარკინგე სივრცის მოწყობა იყო. კომპანია Cushman&Wakefield-მა პროექტის მთავარი აქცენტები გაითვალისწინა და შიდასთან ერთად გარე საპარკინგე სივრცეები გააერთიანა, სადაც 400-მდე მანქანის განთავსებაა შესაძლებელი.

"მზიური ბიზნეს ცენტრი კონკურენტუნარიან ბაზარზე სწორი აქცენტებით შემოდის, მისი არქიტექტურა არის მისი უპირატესი მხარე: შვიდსართულიანი შენობა, ერთიანი, გაშლილი, ნათელი სივრცით, რაც დღეს თბილისის ბაზარზე ძალიან დეფიციტურია. იდეალურია დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მთლიანი სართული აითვისონ და შეხედულებისამებრ მოიწყონ", - ამბობს Cushman&Wakefield-ის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელი გვანცა ფოცხვერია "საქმიან დილაში" საუბრისას.

საქმიანი ადამიანებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად კიდევ ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო და როგორც "მზიური ბიზნეს ცენტრის" პროექტის ხელმძღანელი ზუკა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, შენობებით გადატვირთულ ქალაქში გამწვანებული სივრცის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო, რის გამოც ბიზნეს ცენტრის ტერიტორიაე, 2 000 კვადრატულ მეტრზე, გამწვანებული სივრცე შეიქმნება, სადაც 100-მდე ჯიშის უნიკალური ხე-მცენარეები დაირგვება, რაც სრულად განსხვავებულ სამუშაო გარემოს შექმნის.

კომპანიამ ასევე ქალაქის ხმაურის დახშობაზეც იზრუნა, რისთვისაც შენობაში უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრის სისტემა დაამონტაჟეს.

"მშენებლობისა და პროექტირების პროცესში წამყვანი კომპანიები ჩართულიყვნენ - შესაბამისად, დიზაინზე და არქიტექტურაზე დავით გოგიჩაიშვილის ჯგუფმა იმუშავა, ხოლო საფასადე ნაწილი კომპანია დომუსმა უზრუნველყო. შენობაში დამონტაჟებულია უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრის სისტემა, რომელიც შენობის შიდა სივრცეში იდეალურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს და ხმაურის სიმძლავრე 35 დეციბალს არ აჭარბებს. შენობის ვინტილირებადი ფასადი იტალიური ქვითაა მოპირკეთებული, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ენერგო და თბოეფექტური იყოს შენობა", - ამბობს ზუკა ცაგარეიშვილი.

ამ დროისთვის ბიზნეს ცენტრის 60% უკვე დატვირთულია, ხელშეკრულებები ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთანაა გაფორმებული, მათ შორის ერთ-ერთი ფიტნეს ცენტრი "ოკტოპუსია", რომელიც ბიზნეს ცენტრში სრულად განსხვავებული კონცეფციითა და დიზაინით შევიდა.

"ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ კვების მიმართულების კომპანიებთან. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა. ვფრთხილობთ, შერჩევის პროცესში, რადგან გვინდა, რომ საკვები ობიექტები როგორც მაღალი და საშუალო, ისე დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზე გათვლილი იყოს. დიდი ინტერესია მსხვილი კომპანიებისგან, რომლებიც დიდ ფართებს ითხოვენ, დაახლოებით 2 000 - 3 000 კვადრატულს. ჩვენი ბიზნეს ცენტრი ამის შესაძლებლობასაც იძლევა", - განაცხადა გვანცა ფოცხვერიამ.

"მზიური ბიზნეს ცენტრის" პროექტი საერთაშორისო სტანდარტებიც მიხედვით ხორციელდება და შშმ პირების საჭიროებებზეც მორგებულია. პროექტის საერთ ინვესტიცია 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები